უნდა ენდოთ მხოლოდ GPS მიმღებისა და ფიჭური რადიოქსელების
მონაცემებს მდებარეობის შესახებ, პოზიციის შერჩევის და ნავიგაციის დროს.
გადაადგილების მზომის სიზუსტე შეზღუდულია და მოსალოდნელია
შეცდომის დაშვება მონაცემის დამრგვალების დროს. სიზუსტეზე ასევე
შეიძლება გავლენა მოახდინოს GPS სიგნალების არსებობამ და ხარისხმა.
GPS მიმღები
თუ თქვენს აპარატს აქვს შიდა GPS მიმღები, შეგიძლიათ ის Maps-ისთვის
გამოიყენოთ.
შიდა GPS მიმღების გამოყენებამ შეიძლება უფრო სწრაფად dაცალოს
აპარატის კვების ელემენტი.
გამოიყენეთ გარე GPS მიმღები
1 სრულად დამუხტეთ თქვენი თავსებადი GPS მიმღები და ჩართეთ ის.
2 დაამყარეთ Bluetooth კავშირი თქვენს აპარატსა და GPS მიმღებს შორის.
3 მოათავსეთ GPS მიმღები ისეთ პოზიციაში, რომ შეუფერხებლად
უყურებდეს ცას.
4 გახსენით პროგრამა Maps და შეარჩიეთ გარე GPS მიმღები.
შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს GPS–თან პირველ დაკავშირებას.
შემდგომი დაკავშირებები უფრო სწრაფია, მაგრამ თუ GPS რამდენიმე დღეა
არ გამოგიყენებიათ, ან ძალიან შორს ხართ ბოლო გამოყენების ადგილიდან,
თანამგზავრის მკაფიო სიგნალის დაჭერას გარკვეული დრო დასჭირდება.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Maps GPS მიმღების გარეშე რუქების
დათვალიერების, მისამართების და მდებარეობების მოსაძებნად და მარშუტის
შესადგენად.
30
რუქები