პოზიციონირების მეთოდების შესახებ
Maps GPS ან A-GPS–ის გამოყენებით გიჩვენებთ თქვენს მდებარეობას
რუქაზე.
გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS) არის თანამგზავრზე
დამოკიდებული სანავიგაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება თქვენი
მდებარეობის დასადგენად. GPS–ის დამხმარე (A-GPS) არის ქსელის სერვისი,
რომელიც იყენებს ადგილობრივი ქსელის ინფორმაციას GPS პოზიციონირების
სისწრაფის და სიზუსტის გასაუმჯობესებლად.
A-GPS მონაცემების ჩამოტვირთვა გულისხმობს მონაცემთა გადაცემას
სერვისის პროვაიდერს ქსელის საშუალებით. როუმინგის დროს, როდესაც
თქვენი სერვისის პროვაიდერის ქსელის გარეთ ხართ, მონაცემთა გადაცემის
საფასური შეიძლება მოსალოდნელზე მაღალი იყოს. ამიტომ, როგორც წესი,
როუმინგის დროს A-GPS არ გამოიყენება, ხოლო ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი
მდებარეობის დადგენას უფრო მეტი დრო დაჭირდება, ვიდრე A-GPS–ის
გამოყენებისას.
როუმინგის დროს A-GPS–ის გამოყენებისთვის შეარჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრები
>
დაკავშირება
>
GPS
>
GPS ინტერნეტით
. მონაცემთა
გადაცემის საფასურის დასადგენად დაუკავშირდით თქვენს სერვისის
პროვაიდერს.
რუქები
29
მდებარეობის განმსაზღვრელ გლობალურ სისტემას (GPS)-ს მართავს
შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც პირადად იღებს
პასუხისმგებლობას მის ზუსტსა და გამართულ მუშაობაზე. ადგილობრივი
მონაცემების სიზუსტეზე შეიძლება გავლენა იქონიოს GPS სატელიტების
დარეგულირებამ, რომელსაც ახდენს შეერთებული შტატების მთავრობა და
რომელიც ექვემდებარება შეცვლას შეერთებული შტატების თავდაცვის
დეპარტამენტის სამოქალაქო GPS-ის პოლიტიკისა და ფედერალური
რადიონავიგაციის გეგმის შესაბამისად. სატელიტის უბრალო გეომეტრიულ
ფორმას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს სიზუსტეზე. GPS სიგნალების
არსებობასა და ხარისხზე შეიძლება იმოქმედოს თქვენმა მდებარეობამ,
შენობამ, ბუნებრივმა ხელისშემშლელმა პირობებმა და ამინდმა. GPS
სიგნალები შეიძლება ვერ მიიღოთ შენობაში ან მეტროში და შეიძლება მათ
გავრცელებას ხელი შეუშალოს ისეთმა მასალებმა, როგორიცაა ბეტონი და
რკინა.
GPS არ უნდა იქნას გამოყენებული ზუსტი მდებარეობის დასადგენად და არ